Site icon Civil.ge

ფინანსთა მინისტრი: რუსეთის ემბარგო ეკონომიკური ზრდის ტემპს 2,5%-ით შეამცირებს

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური ემბარგო ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს 2,5%-2,8%-ით შეამცირებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 21 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.


“მშპ-ს ზრდის ტემპის შემცირება ყველაზე უარესი სცენარით განვითარდება, გაზის ფასის შესაძლო ზრდის ჩათვლით… მაგრამ მიუხედავად ამ საგარეო ფაქტორებისა, ჩვენი მშპ სულ ცოტა 7,5%–ით გაიზრდება 2007 წელს, რაც 16 მილიარდ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ალექსიშვილმა.


“ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მდგრადია, რომ გაუძლოს უცხოურ ეკონომიკურ შოკებს“, – დასძინა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)