Site icon Civil.ge

ბურჯანაძე “მნიშვნელოვანს“ უწოდებს სააკაშვილი–პუტინის შეხვედრას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმ ფაქტს, რომ მინსკში 28 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა, “ძალზედ მნიშვნელოვანსა და პოზიტიურს“ უწოდებს.


“გულუბყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ამ ერთი შეხვედრით ყველა პრობლემა მოიხსნებოდა და გადაწყდებოდა, მაგრამ თავისთავად ის, რომ პრეზიდენტებმა ყველაზე მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს და გარკვეული შთაბეჭდილებები და მოსაზრებები, როგორც მინიმუმ, შეაჯერეს და გაარკვიეს ერთმანეთთან, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ქართველ ჟურნალისტებს რიგაში, სადაც ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)