Site icon Civil.ge

თბილისში საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი ტარდება

დღეს თბილისს საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიზნით MEDEF-ის (საფრანგეთის მეწარმეთა გაერთიანება) კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საფრანგეთის უმსხვილეს საწარმოთა წარმომადგენლების დელეგაცია ეწვევა.


ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ბანკი “რესპუბლიკას“ პარტნიორობით იმართება.


საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტისას ფრანგი ინვესტორები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაეცნობიან.


ფრანგი ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქართველ ბიზნესმენებთან გამართავენ შეხვედრებს.


საფრანგეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კომპანიები: AREVA, AUTOMOBILES CITROEN, BCEOM, BOUYGUES BATIMENT, CARLSON WAGONLIT, CG INTERNATIONAL, FRANCOIS CHARLES OBERTHUR FIDUCIAIRE, GAZ DE FRANCE, PANHARD GENERAL DEFENSE, SEURECA, ULTRAFLUX, VEOLIA ENVIRONNEMENT და ბანკები BNP PARIBAS, CALYON და SOCIETE GENERALE.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)