Site icon Civil.ge

აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრები თბილისში იკრიბებიან

საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრები ორდღიან შეხვედრას თბილისში 8 დეკემბერს დაიწყებენ, სადაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის განაწილების საკითხს განიხილავენ.


საქართველოს სურს მეტი აზერბაიჯანული გაზი მიიღოს სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რომლის საშუალებითაც მომავალი წლიდან განხორციელდება შაჰ-დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს გავლით. ამჟამად არსებული კონტრაქტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 250 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდებას.


თბილისში ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა 30 ნოემბერს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დაიგეგმა.


ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი აზერბაიჯანული გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა გაზის ზუსტი მოცულობა და ღირებულება ჯერ ისევ შესათანხმებელია.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)