სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა 7 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას შვიდი მინისტრის დანიშვნის თაობაზე.
სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრად ჯემალ ქარქუსოვი დაინიშნა; ეკონომიკის მინისტრად თეიმურაზ ჯერაპოვი; ფინანსთა მინისტრად ავთანდილ გოგიძე; სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების მინისტრად კონსტანტინე კევლიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ჩიგოევა–ცაბოშვილი; ინფორმაციის, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრად ვლადიმერ სანაკოევი; ხოლო თამაზ მაისურაძე რკინიგზის მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრად. ალტერნატიულ მთავრობას პრემიერ–მინისტრი ურუზმაგ ქარქუსოვი უხელმძღვანელებს.
ჯანდაცვის, კულტურისა, იუსტიციის და კონფლიქტის მოგვარების მინისტრების თანამდებობები ჯერჯერობით ვაკანტური რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ჩიგოევა–ცაბოშვილის ინფორმაციით, დანარჩენი მინისტრების ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)