საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკთან ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს გზების რეაბილიტაციის მიზნით 19 მლნ აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის შესახებ, იტყობინება მსოფლიო ბანკი.
შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი სატრანზიტო აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას.
კრედიტის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ვაშინგტონში გამართული სიმპოზიუმის დროს მოეწერა ხელი, რომელმაც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელა. სიმპოზიუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)