Site icon Civil.ge

ლავროვი: ანტირუსული პოლიტიკა თბილისის სავიზიტო ბარათი გახდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისს ანტირუსული პოლიტიკის შეწყვეტისაკენ და ამ კონტექსტში ქართველი ხალხისათვის ღირსეული პერსპექტივის შეთავაზებისაკენ მოუწოდებს, იტყობინება 19 დეკემბერს “ინტერფაქსი“.


მისი თქმით, რუსეთ–საქართველოს დაძაბული ურთიერთობების მიზეზი მხოლოდ ჯაშუშობაში დადანაშაულებული რუსი ოფიცრების დაკავებაში არ არის.


“არსებული შეთანხმებების დარღვევა და მათზე უარის თქმა, რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ თავდასხმები, ჩვენი სამშვიდობოების დამცირების მცდელობა, მათ წინააღმდეგ პროვოკაციები, კონფლიქტის ზონებში დაძაბულობის გაზრდა, ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის მობილიზაციისკენ სწრაფვა “რუსული აგრესიის მზადების” მოტივით უკვე თბილისის პოლიტიკის “სავიზიტო ბარათი“ გახდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)