Site icon Civil.ge

თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე დაინიშნა

ბათუ ქუთელია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, 18 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქუთელია კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას.


ბათუ ქუთელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ სექტემბერში დაინიშნა, მანამდე იგი დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)