Site icon Civil.ge

კოკა გუნცაძე ფრაქცია დემოკრატიულ ფრონტის წევრი გახდა

დამოუკიდებელი დეპუტატი კოკა გუნცაძე, რომელმაც ფრაქცია ახალი მემარჯვენეები 3 თვის წინ დატოვა, ოპოზიციურ ფრაქცია დემოკრატიულ ფრონტში გაწევრიანდა.


“2007 წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდება ოპოზიციის კოორდინაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა“, – განუცხადა ტელეკომპანია “მზეს“ დემოკრატიული ფრონტის ერთ–ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.


კოკა გუნცაძემ ახალი მემარჯვენეების რიგები მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. გუნცაძის განცხადებით, მემარჯვენეებმა “არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)