Site icon Civil.ge

ნოღაიდელი: ვმუშაობთ 2007 წლის რეფორმების დღის წესრიგის შესაქმნელად

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გასული წელი საქართველოსთვის ყველა მიმართულებით “ძალიან წარმატებული“ წელი იყო და რეფორმები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.


“ჩვენ შევძელით საკმაოდ რთული პრობლემის მოგვარება და ინფლაციის ერთციფრიან ნიშნულზე შენარჩუნება, ზაფხულში 12-თვიანმა ინფლაციის მაჩვენებელმა 14,5%-ს მიაღწია, ეროვნულ ბანკთან ერთად წლის ბოლომდე მოვახერხეთ ამ ციფრის 9%-მდე დაყვანა. 2006 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10% იყო, შევქმენით 80-85 ათასი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 10 იანვარს.


მისი თქმით, მთავრობა მუშაობს 2007 წლის რეფორმების დღის წესრიგის შესაქმნელად.


“საქართველო ისევ უნდა დარჩეს მსოფლიოს წამყვან რეფორმატორ ქვეყანების რიცხვში, უნდა გავატაროთ ღრმა რეფორმები“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)