Site icon Civil.ge

ცხინვალის რეგიონში ორი რუსი სამშვიდობო ნაღმზე აფეთქდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში წვერიახოს მიმდებარე ტყეში რუსი სამშვიდობოების სამხედრო მანქანა ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა.


ინციდენტი პატრულირების დროს მოხდა, განუცხადა შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა “რია ნოვოსტის“.


მისი ინფორმაციით, დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ცხინვალის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, დამაკმაყოფილებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)