Site icon Civil.ge

გილაური: საქართველომ ენერგომოწოდების დივერსიფიცირება მოახდინა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 17 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყანა ამჟამად “პირველად ისტორიაში“ სამი სხვადასხვა წყაროდან იღებს გაზს.


მისი თქმით, საქართველო იღებს გაზს რუსეთიდან ჩრდილოეთ-სამხრეთ გაზსადენის საშუალებით; აზერბაიჯანიდან გაზსადენით, რომლის რეაბილიტაციაც 2005 წელს განხორციელდა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენით, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის გაზის ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს გავლით.


“პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენს გვყავს გაზის სამი მომწოდებელი, რაც ნიშნავს, რომ გაზს ვიღებთ სამი სხვადასხვა მილსადენიდან, რაც არის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.


თავდაპირველად მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო შაჰ–დენიზის გაზსადენით 250 მლნ კუბამეტრს აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, აქედან 200 მლნ–ს უფასოდ, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და 50 მლნ–ს შეღავათიან ფასად.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)