Site icon Civil.ge

ბეჟუაშვილი იტალიას სამუშაო ვიზიტით ეწვია

24 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მასიმო დალემასთან, თავდაცვის მინისტრთან არტურო პარიზისთან, ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრთან ემმა ბონინოსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)