ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში სტუმრობისაგან პოლიტიკური პროვოკაციების წინააღმდეგ საკმარისი გარანტიების არ არსებობის გამო, იუწყებიან სააგენტოები ”რეგნუმი” და ”კავკაზსკი უზელი” და ასევე სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 7 თებერვალს.
”საქართველომ განაახლა ანტიოსური კამპანია და იქ მცხოვრები ოსები კრიმინალური თავდასხმების სამიზნეები და ქართველი სამართალდამცავების მიერ უკანონო დევნის ობიექტები ხდებიან”, – განაცხადა მამსუროვმა.
”ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საქართველოს ტერიტორიაზე პირად საქმეზე ჩასული ჩრდილოეთ ოსეთის მშვიდობიანი მაცხოვრებლების წინააღმდეგ არამოტივირებული ზეწოლის ფაქტები, გვაიძულებს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. სახელმწიფო, სადაც ხალხს დევნიან ეთნიკური ნიშნით, და სამართალდამცველთა დაუსჯელობა, როგორც ამას ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, სერიოზული პრობლემაა, არ შეიძლება ჩაითვალოს ან დემოკრატიულად, ან უსაფრთხოდ იქ ყოფნისთვის”, – განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)