საქართველოს დელეგაცია 9–10 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს მიუნჰენის საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენციაში.
გერმანიაში გაემგზავრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იგეგმება გელა ბეჟუაშვილის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა.
კონფერენციის სხვა მაღალი რანგის მონაწილეებს შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
11-12 თებერვალს გელა ბეჟუაშვილი ვენას ეწვევა, სადაც თათბირს გამართავს ევროპის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)