გავრცელებული ინფორმაციით, 12 თებერვალს ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც სამინისტროს 17 თანამშრომელი იმყოფებოდა.
ვერტმფრენში მყოფი 5 ადამიანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანებებით.
”ვერტმფრენი გეგმიურ ფრენას აწარმოებდა თბილისი-ქუთაისი-სენაკის მიმართულებით. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი დაჯდომას ახორციელებდა”, – განუცხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)