Site icon Civil.ge

სააკაშვილი მიესალმება გალში არჩევნების ”ბოიკოტს”

გალის რაიონის ქართულმა მოსახლეობამ ”გმირობა გამოავლინა”, როცა ბოიკოტი გამოუცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადგილობრივ არჩევნებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 თებერვალს.


”ადგილობრივმა მოსახლეობამ დემონსტრაციულად უარი თქვა [არჩევნებში მონაწილეობაზე] და ამგვარი ქმედებით მან თავისი პროტესტი გამოხატა; ეს იყო პასიური სამოქალაქო წინააღმდეგობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ”, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ვიზიტის დროს.


ადგილობრივი არჩევნები აფხაზეთში 11 თებერვალს ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე გალის რაიონში ”ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას”  იტყობინებოდა, ქართული მედიის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)