საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თურქმენეთში მიემგზავრება, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.
11 თებერვალს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა გაიმარჯვა. იგი წინამორბედი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)