საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
პრემიერ-მინისტრს თან ახლავს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, ასევე ეკონომიკური განვითარების და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრები ქუვეითის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და არაბთა ეკონომიკური განვითარების ფონდში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასევე სტუმრობს დუბაის, სადაც გაერთიანებულ არაბთა ემირატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)