Site icon Civil.ge

პრეზიდენტი: ნოღაიდელს აქვს სრული მხარდაჭერა და ნდობა ჩემგან

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”სრულ მხარდაჭერას და ნდობას” უცხადებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს და კმაყოფილია მთავრობის მუშაობით.


ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.


”არ შეიძლება არ დააფასო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო წლებში. იანვარ-თებერვალში ჩვენ გვაქვს გადასახადო შემოსავლების რეკორდული ამოღება მთელი ისტორიის მანძილზე, დაბალი გადასახადების პირობებში”, – განაცხადა სააკაშვილმა.


”რა თქმა უნდა მთავრობას აქვს ნდობის მანდატი. ბევრად ნაკლებია ცვლილებები ბოლო ხანებში, ვიდრე იყო ხოლმე ტრადიციულად. დაცულია თუ არა ნებისმიერი თანამდებობის პირი? რა თქმა უნდა, არავინ არ არის დაცული. მთავრობაში არის მარტივი პრინციპი – აკეთებ საქმეს, დარჩები; არ აკეთებ, გაგიშვებ… თუმცა დღეს მე ნამდვილად ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მთავრობის ამ შემადგენლობას ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)