Site icon Civil.ge

EBRD ქართული სადაზღვევო კომპანიის აქციებს ყიდულობს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართული სადაზღვევო კომპანია ”იმედი L”-ის აქციების 34% იყიდა, იტყობინება EBRD 28 თებერვალს.


1995 წელს დაფუძნებული ”იმედი L” დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა, საკუთრების დაზღვევის სეგმენტშიც მყარი პოზიცია უკავია.


ეს EBRD-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. დღემდე ბანკმა საქართველოში 60-ზე მეტ პროექტს მოაწერა ხელი, რომელთა ფარგლებშიც 400 მილიონი ევროს დაფინანსება გამოეყო ქვეყნის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, აგრობიზნესის, მრეწველობისა და საბანკო სექტორებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)