სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დღეს ჩარტერული რეისით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მართლმადიდებლური ენციკლოპედიის მე-13 ტომის პრეზენტაციას დაესწრება.
ამ ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსეი II-მ მიიწვია.
მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია II ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
23 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთთან კონტაქტების აღდგენაზე საუბრისას ხაზი გაუსვა ილია II-ის ”კეთილი ნების მისიას” მოსკოვში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)