Site icon Civil.ge

აშშ არ აღიარებს აფხაზეთის არჩევნებს

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 4 მარტს და 11 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში.


”ზრდის რა მხარეებს შორის პოლიტიკურ დაძაბულობას, ეს არჩევნები ხელს უშლის საერთაშორისო მცდელობას მიღწეულ იქნას აფხაზეთის კონფლიქტის სამართლიანი და საბოლოო მოგვარება”, – ნათქვამია განცხადებაში.


”ეს არჩევნები კიდევ უფრო უსვამს ხაზს 200 000-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად იქნა გამოძევებული. მათი უმეტესობა ვერ იყენებს თავიანთ უფლებებს – რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს უამრავ რეზოლუციაშია დადასტურებული –  დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე იმ ეთნიკური წმენდის შემდეგ, რასაც 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი  შეიარაღული კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი. თუმცა ბევრი დაბრუნებულის უფლებები დაირღვა, რაც დემოკრატიის განვითარებას ძირს უთხრის. მოვუწოდებთ იმ [აფხაზეთის დე ფაქტო] ხელისუფლებას პატივი სცენ დაბრუნებულების უფლებებს და მიიღონ ზომები, რაც აფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნებას გახდის შესაძლებელს”, – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)