დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში აფხაზი წარმოშობის ალბერტ შაკაია დააკავეს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გალის რაიონის მიმართულების კოორდინატორი თორნიკე კილანავა.
”დაკავებულია ალბერტ შაკაია, რომელიც ცნობილია თავისი სასტიკი მოპყრობით ქართველების მიმართ… მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”, – განუცხადა კილანავამ დღეს ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)