Site icon Civil.ge

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი იმართება

15,500 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 3,500 რეზერვისტი, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის პროსპექტზე აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 4 ახლად შეძენილი L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმრინავი და 120 კრაზის ტიპის სამხედრო მანქანა.


აღლუმზე წარმოდგენილი იქნება ასევე 19 ჯავშანმანქანა BTR-80, 4 UH-1 იროკეზი, 14 MI-8 ტიპის ვერტმფრენი, 8 MI-24 საბრძოლო ვერმფრენი და 10 SU-25 მოიერიშე თვითმფრინავი.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)