ნატახტარის აეროდრომზე სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად თავდაცვის სამინისტროს 18 წლის კურსანტი და მისი ინსტრუქტორი დაიღუპნენ.
ორადგილიანი თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც კონტრაქტი აქვს გამოფრმებული კომპანია Service Air-სთან კურსანტების მომზადების თაობაზე, განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)