Site icon Civil.ge

თბილისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა

დღეს თბილისში ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი ჩამოდის.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


ვიზიტის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ასევე 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, სოფელ წითელიუბანთან მომხდარი თავდასხმის ინციდენტი.


30 აგვისტოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მოსკოვს სტუმრობდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ასევე იმსჯელა 6 აგვისტოს ინციდენტზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)