პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება თანდათან ყალიბდება, როგორც თანაბარ შესაძლებლობებზე დამყარებული საზოგადოება, განსხვავებით წინა წლებისაგან, როცა ნეპოტიზმი და კორუფცია ყვაოდა, განსაკუთრებით განათლების სისტემაში.
სააკაშვილი საუბრობდა 2007 წლის ჰანოის საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებულ ქართველ მოსწავლეებთან შეხვედრაზე, რომელთაგანაც ერთმა საქართველოში ოქროს მედალი, ერთმა ვერცხლის, ხოლო ოთხმა მოსწავლემ ბრინჯაოს მედლები ჩამოიტანა. სახელმწიფომ ამ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ერთწლიანი სტიპენდიები დაუნიშნა.
”დღეს ადამიანის დაფასებისათვის მთავარი კრიტერიუმი შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება და დამსახურებაა და არა კავშირები, ოჯახური წარმომავლობა, ფული ან სხვა რაიმე,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამას წინათ მიყვებოდნენ, რომ რამდენიმე ძალზე მდიდარი ოჯახის ვერც ერთი შვილი ბოლო ეროვნული გამოცდის ჩაბარების შემდეგ ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში”.
”აი, ეს არის სამართალი და ახალი ქართული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელშიც თქვენნაირ ახალგაზრდებს ეხსნებათ გზა და ეძლევათ საშუალება,”- დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)