Site icon Civil.ge

საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 37%-ით გაიზარდა

2007 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 36.9%-ით გაიზარდა და 77.1 მილიონი ლარი შეადგინა გასული წლის 56.3 მილიონ ლართან შედარებით, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს.


საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საერთო აქტივებში, სააქციონერო კაპიტალში, სესხებსა და დეპოზიტებში ”მნიშვნელოვანი ზრდა” ადასტურებს, რომ საბანკო სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია.


საქართველოში მოქმედი 17 ბანკის საერთო აქტივები 84.2%-ით გაიზარდა და 2007 წლის იანვარ-აგვისტოში 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის 3.5 მილიონის ნაცვლად.  მთლიანი სააქციონერო კაპიტალი 104.9%-ით გაიზარდა და 1.178 მილიარდი ლარი შეადგინა, ნაცვლად 575 მილიონისა.


სესხების მოცულობა 63.5%-ით გაიზარდა და 3.99 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების მოცულობა 64.9%-ით გაიზარდა და 2.67 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებლები 2.4 მილიარდ და 1.62 მილიარდს შეადგენდა, შესაბამისად.


ეროვნული ბანკის ცნობით, პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2007 წლის აგვისტოში 1.7 მილიონს მიაღწია.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)