დღეს პოლიტიკური პარტიის ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ”ნიქსონის ცენტრის” მიწვევით გაემგზავრა. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან პარტია ”თავისუფლებისა” და რესპუბლიკელთა ლიდერები კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი.
”საქართველოს გზის” პრესსამსახური ცნობით, ნიქსონის ცენტრში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით – ”ვარდების რევოლუციის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები საქართველოში”, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)