სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი დღეს მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და კახეთში მიმდინარე რთველის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
”ამ დროისათვის კახეთში მოსავლის 80% უკვე დაბინავებულია, შესაბამისად 110 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა” – განუცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მინისტრი ”საკმაოდ კონსტრუქციული” იყო.
”თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე [მაია ნადირაძეზე], რომელმაც საკითხის პოლიტიზირება მოახდინა,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)