საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და მისმა სერბმა კოლეგამ ვუკ ჯერემიჩმა 19 ოქტომბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა UNESCO-ს 34-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
იმავდროულად, გელა ბეჟუაშვილმა კონსულტაციები გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)