23-26 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ანკარას სტუმრობს, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში სიტყვით გამოვა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა სამიტზე, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბურჯანაძის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)