Site icon Civil.ge

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი 1 ნოემბერს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა.


საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, დანიელ ფრიდი  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)