საქართველოს პარლამენტი მალე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს, განაცხადეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან 30 ოქტომბერს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ერთმანეთს რუსი სამშვიდობოები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები დაუპირისპირდენ. შედეგად, ოთხი ქართველი პოლიციელი იქნა ნაცემი.
”ეს იყო ფართომასშტაბიანი და კარგად ორგანიზებული თავდასხმა ქართული პოლიციის საგუშაგოზე,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, ”პარლამენტი განიხილავს რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის მიზანშეწონილობას”.
30 ოქტომბერს, გვიან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, თარგმაძის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ სამშვიდობოების მანდატის შეწყვეტის საკითხი განხილული უნდა იქნას ზედმიწევნით და ყოველგვარი ემოციების გარეშე.
თუმცა, ფაქტია, რომ გასული წლის ივლისში პარლამენტმა უკვე დაავალა მთავრობას, დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისათვის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის.
30 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უეცრად დაავალა მთავრობას დაიწყოს რუსი სამშვიდობო ძალების საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან გაყვანის პროცედურები; თუმცა, მან ასევე გაიხსენა პარლამენტის მიერ 2006 წლის ივლისში მიღებული დადგენილება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)