Site icon Civil.ge

ოპოზიცია: სააკაშვილის განცხადება სრული ’სისულელე’ იყო

ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც მან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გააკეთა, შეაფასეს, როგორც არაადეკვატური.

ოპოზიციის განცხადებები დაუყოვნებლივ გაკეთდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ტელევიზიებმა 4 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის გადასცეს მიხეილ სააკაშვილთან ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი.


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, არასერიოზული და სისულელე.


”პრეზიდენტმა დღეს შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს,”- განაცხადა 4 ნოემბერს თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”სააკაშვილმა გამოიწვია ხალხი და ხალხმა მიიღო ეს გამოწვევა საპროტესტო აქციებზე გამოსვლით”.


”მე შემექმნა განცდა, რომ  სააკაშვილი ცხოვრობს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში,”- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ ”თანასწორობის ინსტიტუტიდან”.


”სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ხალხს, რომელსაც შავბნელი ძალები უწოდა,”- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.


”მან დაკარგა შანსი და ხვალ ის ნახავს მთელ საქართველოს საპროტესტო აქციაზე,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს გზის ლიდერმა.


”ეს იყო გამოსვლა ლეონის ბრეჟნევის სტილში,”- განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციის განახლებას 14 საათზე გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)