Site icon Civil.ge

მოსკოვი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მიუთითებს

ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია საქართველოში სულ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს რუსეთის მხრიდან, იუწყება 8 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის სიტყვებზე დაყრდნობით. 


”გადაჭარბებული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების  და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების დაკავება, დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრძალვა, უცხოელი ჟურნალისტების ცემა არ შეიძლება არ კვალიფიცირდეს, როგორც უხეში და მასიური დარღვევა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული თავისუფლებების,” – ნათქვამია კამინინის სიტყვაში.


კამინინმა ასევე მოუწოდა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მოუწოდონ თბილისს ”შეწყვიტოს ძალადობა” და პრობლემები კონსტიტუციური გზით მოაგვაროს.


კამინინმა ასევე განაცხადა, რომ ორი რუსი ჟურნალისტი დაშავდა თბილისში 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლის დროს. მან მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებისაგან დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საქმე და დასაჯონ დამნაშავეები.


”ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი, ის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარია,”- განაცხადა კამინინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)