Site icon Civil.ge

პატარკაციშვილი პრეზიდენტად აპირებს კენჭისყრას

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ლოზუნგით ”საქართველო სააკაშვილის გარეშე არის საქართველო ტერორის გარეშე”, იტყობინება ”როიტერი” 10 ნოემბერს.


”მე მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში,”  – განაცხადა პატარკაციშვილმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში.


9 ნოემბერს როიტერისთვის თელ-ავივიდან გაგზავნილ პასუხებში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის ”სერიოზულად ფიქრობდა” პრეზიდენტად კენჭისყრაზე. თუმცა, მეორე დღეს მან დაადასტურა მისი განზრახვა.


ოპოზიციის ლიდერებს კომენტარი ამ განცხადებაზე ჯერ არ გაუკეთებიათ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)