პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდება თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოგანს, პრეზიდენტს აბდულა გიულს, ეროვნული ასამბლეის სპიკერს კორსან ტოპთანს.
თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (TOBB) ორგანიზებით ასევე იგეგმება მრგვალი მაგიდა: ”ბიზნესის წარმოება − თურქეთი-საქართველო”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)