19-21 ნოემბერს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში სამთომსროლელი ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები იმართება, იუწყება ”აფსნიპრესი”.
ამავე ცნობით, 20 ნოემბერს საბრძოლო სროლები მოეწყობა წებელდას პოლიგონზე, რომელიც ზემო კოდორის ხეობის სიახლოვეს არის განთავსებული.
16 ნოემბერს აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან აფხაზეთის შეიარაღებულ ძალები საკონტრაქტო სისტემაზე გადავლენ და ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ასევე სამხედრო ნაწილების გამსხვილება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)