Site icon Civil.ge

ლომაია და ხევიაშვილი თანამდებობებს დატოვებენ

განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გია ხევიაშვილი ახალი მთავრობის წევრები აღარ იქნებიან. ეს ინფორმაცია მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა 19 ნოემბერს დაადასტურა.


მისი თქმით, ლომაიას მისი მოადგილე ბელა წიფურია შეცვლის, ხოლო თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი გია ხევიაშვილის ადგილს დაიკავებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)