აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შანსი მონაწილეობა მიიღონ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც დეკემბერში იმართება, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 22 ნოემბერს.
საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ ბაღაფში მთავრობის წევრებს შეხვდა, სადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ”არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები” განიხილა.
ანალოგიური მზადება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც მიმდინარეობს, რამაც უკვე გამოიწვია თბილისის პროტესტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)