Site icon Civil.ge

პრემიერ–მინისტრი ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ლადო გურგენიძე 3 დეკემბერს ლონდონში გეგმავს იმ ბისნესმენთა ჯგუფთან შეხვედრას, რომელთაც საქართველოში საინვესტიციო აქტივობის სურვილი ამოძრავებთ.


“ჩვენ ავუხსნით მათ საქართველოში არსებულ ვითარებას და ასევე იმას, თუ რა დგას ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული ჩვენი ოპტიმიზმის უკან,“– განუცხადა გურგენიძემ პრეზიდენტ სააკაშვილს 24 ნოემბერს მთავრობის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებულ სხდომაზე.


მთავრობის დამტკიცებამდე 22 ნოემბერს გურგენიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინება დროებით შეწყდა. მან ამ ფაქტს “საინვესტიციო პაუზა” უწოდა, რაც განპირობებულია 7 ნოემბრის მოვლენებითა და წინასაარჩევნო პერიოდით.


“ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია, თუნდაც ის ილუზორულ ხასიათს ატარებდეს, აფერხებს ინვესტიციებს,“– განაცხადა მან, “ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს საინვესტიციო პაუზა რაც შეიძლება მოკლე იყოს სტაბილურობის შენარჩუნებისა და რეფორმების გაგრძელების მეშვეობით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)