საარჩევნო სიების ”მაქსიმუმ 1%” შეიძლება რჩებოდეს არაზუსტი, განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს 24 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე.
”საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესი თითქმის დასრულებულია და მხოლოდ 1% შეიძლება რჩებოდეს უზუსტო, რაც ძალიან კარგი შედეგია. 3 ან 4%-იანი უზუსტობები დასაშვებია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ჩვენ ამ მონაცემზე ქვევით ვართ,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა, ”ამდენად არგუმენტები შესაძლო უზუსტებების თაობაზე გამოგონილია”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა: ”ეჭვიც არ მეპარება, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება. მაგრამ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, მათ შორის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტი [პოლიტიკური პარტიები ჰქონდა მხედველობაში] შეეცდება შექმნან ილუზია [ამ პრობლემებისა]. მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეჭვი შეიტანონ [საარჩევნო სიების სიზუსტეში]. ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალედ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)