აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოუწოდა გალის რაიონის მაცხოვრებლებს, სადაც უმრავლესობას ქართველები შეადგენენ, ბოიკოტი გამოუცხადონ 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს.
”საქართველოს ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს გალის მოსახლეობა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავად გალელები ამაზე არ წავლენ,”- იუწყება 25 ნოემბერს აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)