დეპუტატ მერაბ ხურციძეს, ოპოზიციური ფრაქცია ”ჩვენი საქართველოს” წევრს, გუშინ საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან ხუთი დაუდგენელი პირი თავს დაესხა და სცემა.
”ჩვენი საქართველოს” ლიდერმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატრაკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, მომხდარი ”პოლიტიკურ ანგარიშსწორებად” შეაფასა.
მერაბ ხურციძე მმართველი პარტიის სიით შევიდა პარლამენტში, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები მას შემდეგ დატოვა, რაც ოქტომბერში გელბახიანის ფრაქციაში გაწევრიანდა.
ამ გადაწყვეტილების გამო, როგორც ”ჩვენი საქართველოს” დეპუტატები აცხადებდნენ, მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებდა ხურციძეზე, რათა მას საერთოდ უარი ეთქვა დეპუტატის მანდატზე. ხურციძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ აპირებდა პარლამენტის დატოვებას, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და საბოლოოდ გელბახიანის ფრაქციას შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)