საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს გააუქმა ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის განახლებას იურიდიული დაბრკოლებებს მოუხსნის.
იმავდროულად, გენერალურმა პროკურატურამ 5 დეკემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუხნას ”იმედის” ქონებას და ლიცენზიას ყადაღა.
სავარაუდოდ, ტექნიკურ პერსონალს დღესვე მიეცემა ტელეკომპანიის შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რათა შეამოწმოს აპარატურის მდგომარეობა და დადგინოს, თუ როდის შეძლებს ტელევიზია ეთერში გასვლას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)