Site icon Civil.ge

ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ლონდონში პატარკაციშვილს შეხვდებიან

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერები დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიიდან და ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა კონსერვატორებიდან ლონდონში გაემგზავრნენ, სადაც შეხვედრას გამართავენ პრეზიდენტობის კონკურენტ კანდიდატთან, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან.


”ვაპირებთ საუბარს იმ ტაქტიკაზე, რომელიც ოპოზიციას ყველაზე უფრო სერიოზულ საფუძველს შეუქმნის წარმატებისთვის,”- განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ლონდონში გამგზავრებამდე და იქვე დასძინა, რომ არჩევნებზე კოალიციას საკუთარი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.


”გვექნება შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატთან ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან, რათა ყველამ ერთად შევცვალოთ ეს ხელისუფლება,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ასევე გეგმავენ შეხვედრებს ბრიტანეთის პარლამენტში და ქართულ დიასპორასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)