რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არასოდეს დამუქრებია თავის ქართველ კოლეგას, რომ საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში კვიპროსის მოდელს მოაწყობდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ გასულ წელს ვლადიმერ პუტინი პირადად დაემუქრა მას, რომ რუსეთი აფხაზეთში ”ახალ კვიპროსს მოგვიწყობს” და ქვეყანას ორ ნაწილად გახლეჩს.
”მეორე კვიპროსის” თაობაზე ვერსიას მე კომენტარს არ გავუკეთებ,”- იუწყება რუსეთის საგარეო უწყება კვიპროსის საინფორმაციო სააგენტოსთან ლავროვის ინტერვიუზე დაყრდნობით, ”ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ პუტინი ასეთი მუქარით არასოდეს გამოსულა. მოდით მივცეთ სააკაშვილს შესაძლებლობა თავადვე უარყოს მისი ეს მტკიცება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)