პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი საკუთარი მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს სოციალურ პროგრამებზე იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, განაცხადა 11 დეკემბერს დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
”ეს იქნება მისი საკუთარი სახსრები და არა საბიუჯეტო თანხები,”- განუცხადა გელბახიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ჭორების უმეტესობა, რომელიც ამ თემაზე გავრცელდა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისაგან, რადგან უკეთესი იქნება თუ თავად პატარკაშვილი ისაუბრებს ამაზე, როცა საქართველოში დაბრუნდება”.
გელბახიანს მხედველობაში ჰქონდა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატარკაციშვილი აპირებს დაუფაროს მოსახლეობას ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ თუ პატარკაციშვილი ამ განზრახვას დაადასტურებს, ეს შესაძლოა შეფასდეს, როგორც ”ამომრჩეველთა არაპირდაპირი მოსყიდვა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)